შსს-მ სამცხე-ჯავახეთში ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავა და 2 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა
09:52 / 07.02.2017
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ნინოწმინდის რაიონული
სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და
საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ი.პ.
ქურდობის ბრალდებით დააკავეს, ხოლო 1961 წელს დაბადებული ი.მ. და 1984
წელს დაბადებული ვ.გ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ
დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენის ბრალდებით სისხლის
სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.პ.-მ ნინოწმინდაში,
მარაბდა-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის ხაზიდან, შპს "ატეფ ჯორჯიას"
კუთვნილი 86 კილოგრამი სპილენძის სადენი მოიპარა, შემდეგ კი ი.მ.-სა
და ვ.გ.-ს მიჰყიდა.
სამართალდამცველებმა, ავტომანქანის ჩხრეკისას, რომლითაც ი.მ. და ვ.გ.
გადაადგილდებოდნენ, ნაქურდალი სადენები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დადგინდა, რომ შპს "ატეფ ჯორჯია"-სთვის მიყენებულმა ზარალმა 1558 აშშ
დოლარი და 2050 ლარი შეადგინა.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დანაშაულებრივი გზით
მოპოვებული ქონების შეძენისა და ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც
მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2
ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა"
ქვეპუნქტით).
საქართველოს პროკურატურის
განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საქმის გამოძიების
ფარგლებში, 26 ოქტომბრის არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა
ვერიფიკაციის ყველა აპარატი დალუქეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის
უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე
დააკავეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.