დიდი ოდენობით ალკოჰოლური სასმელის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
12:31 / 31.01.2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მარკირებას
დაქვემდებარებული, დიდი ოდენობით ალკოჰოლური სასმელის აქციზური მარკის
გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა.
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად
დადგინდა, რომ ბრალდებული, საქართველოს ტერიტორიაზე ახდენდა აქციზური
მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ბრენდირებული ალკოჰოლური
სასმელის - "დავიდ"- ის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციას.
საგამოძიებო სამსახურის მიერ ნივთმტკიცების სახით ამოღებულია 700
ერთეული უაქციზო ალკოჰოლური სასმელი.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის მე-200 მუხლის II ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით, რაც
ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 - დან 6 წლამდე ვადით.
ladyx
საქართველოს პროკურატურის
განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საქმის გამოძიების
ფარგლებში, 26 ოქტომბრის არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა
ვერიფიკაციის ყველა აპარატი დალუქეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის
უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე
დააკავეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.