გიორგი გასვიანის ცემის საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ტელეკომპანია "იბერიას" ჟურნალისტის გიორგი გასვიანის ცემის ფაქტზე
დაკავებულების სასამართლო პროცესი ახალციხის რაიონულ სასამართლოში
დღეს ოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
პროკურატურამ სამივე ბრალდებულის – მიხეილ ხუციშვილის, პაატა
კვინიკაძისა და ბორის გოგიჩაიშვილისთვის, აღკვეთის ღონისძიებად
პატიმრობის შეფარდება ითხოვა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა,
პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა და დაკავებულებს აღკვეთის
ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ.
დაკავებულების ადვოკატები პროკურატურის შუამდგომლობას არ ეთანხმებიან
და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვენ.
მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას, მიხეილ ხუციშვილის
ადვოკატი აპირებს. მისი განცხადებით მოსამართლის გადაწყვეტილება
დასაბუთებული არ იყო.
შეგახსენებთ, ჟურნალისტი გიორგი გასვიანი, მასზე განხორციელებულ
ძალადობაში ბორჯომის პოლიციის თანამშრომელს და მასთან ერთად მყოფ ორ
პირს ადანაშაულებს. ინციდენტი ბორჯომში 2016 წლის 18 დეკემბერს
მოხდა.