შსს-მ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 2 პირი დააკავა
11:10 / 26.01.2017
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა
1983 წელს დაბადებული ზ.ბ. და 1969 წელს დაბადებული, წარსულში
ნასამართლევი რ.გ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, თბილისში
დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ზ.ბ. შპს ,,კაპიტალ გრუპის" კუთვნილი
მიკროავტობუსის მოიჯარე მძღოლს თბილისში, ერთ-ერთ სამარშრუტო ხაზზე
მუშაობის სანაცვლოდ, გარკვეულ თანხას სისტემატურად, უკანონოდ
სძალავდა. მიმდინარე წლის იანვარში, მოიჯარე მძღოლმა ზ.ბ.-ს თანხის
მიცემა შეუწყვიტა, რის გამოც, დავის გადაწყვეტის მიზნით, ზ.ბ. ქურდული
სამყაროს წევრს - რ.გ.-ს დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა.
ასევე დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 17 იანვარს რ.გ.-მ და ზ.ბ.-მ,
სარგებლის მიღებისა და დაზარალებულზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით,
თბილისში, გლდანის რაიონში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ე.წ.
"ქურდული გარჩევა" მოაწყვეს, SKYPE-ის მეშვეობით დაუკავშირდნენ
საზღვარგარეთ მყოფ ქართველ კანონიერ ქურდს - ლ. ხ.-ს, რომელმაც
მხარეების მოსმენის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ე.წ. "ქურდული კანონების"
თანახმად, დაზარალებულ მძღოლს ზ.ბ.-სთვის კვლავ უნდა ეხადა გარკვეული
თანხა.
გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს
(საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით).
საქართველოს პროკურატურის
განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საქმის გამოძიების
ფარგლებში, 26 ოქტომბრის არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა
ვერიფიკაციის ყველა აპარატი დალუქეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის
უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე
დააკავეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.