ნინოწმინდასა და სადახლოზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
22 იანვარს, შემოსავლების სამსახურის მიერ, 40 940 ღერი
არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის 2 ფაქტი
აღიკვეთა.
კერძოდ, საბაჟო გამშვებ პუნქტში "სადახლო-საავტომობილო" დიდი
ოდენობით, 22 340 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი საქართველოში
სომხეთის მოქალაქეს, გ.ს-ს კუთვნილ ავტომანქანაში, სავარძლების ქვეშ,
ძარის კონსტრუქციაში, სათადარიგო საბურავის შესანახ ადგილას, ასევე
მანქანის იატაკის ქვეშ მოწყობილი სპეციალური სამალავებით
შემოჰქონდა
ამავე დღეს, ასევე დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი - 18 600
ღერი, მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტში "ნინოწმინდა"
აღმოაჩინეს. საქონელი სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქის, კ.მ-ს კუთვნილ
ავტომობილში მოწყობილ სამალავებში ჰქონდა განთავსებული.
ორივე ფაქტთან დაკავშირებით, საქმეთა მასალები ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.