საპოლიციო კონტროლის დროს გამოვლინდა სისხლის სამართლის 129 და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 1088 ფაქტი
11:37 / 18.01.2017
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციისა და
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციის შესახებ საქართველოს
კანონის შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო
კონტროლი განახორციელა.
2017 წლის 16-17 იანვარს, საპოლიციო კონტროლის დროს,
სამართალდამცველების მიერ გამოვლინდა სისხლის სამართლის 129
დანაშაული, მათ შორის:
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ს 236-ე მუხლი) - 63 ფაქტი;
ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება (სსკ-ს 117-ე მუხლი) – 1 ფაქტი;
ოჯახში ძალადობის (სსკ-ს 126-პრიმა მუხლი) - 3 ფაქტი;
ძალადობის (სსკ-ს 126-ე მუხლი) – 4 ფაქტი;
ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების (სსკ-ს 260-ე მუხლი) –
19 ფაქტი;
ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის
დათესვა-მოყვანა-კულტივირების (სსკ-ს 265-ე მუხლი) – 2 ფაქტი;
ხულიგნობის (სსკ-ს 239-ე მუხლი) – 2 ფაქტი.
საპოლიციო კონტროლის დროს გამოვლინდა ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის 1088 შემთხვევა, მათ შორის:
დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 166-ე და 173-ე
მუხლები) - 24 ფაქტი;
ცივი იარაღის ტარების (ასკ-ს 181-პრიმა მუხლი) – 43 ფაქტი.
ნარკოტიკების უკანონო მოხმარების (ასკ-ს 45-ე მუხლი) - 45 ფაქტი;
საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, უკანონო ბრუნვიდან ამოღებულ
იქნა შემდეგი სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: 5
ავტომატი, 9 პისტოლეტი, 1 რევოლვერი, 7 შაშხანა, 5 გადაჭრილი სანადირო
თოფი, 2 სანადირო თოფი, 1 საფანტის პისტოლეტი, 18 ხელყუმბარა, 3
ყუმბარმტყორცნის ჭურვი, 1 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი და სხვადასხვა
კალიბრის 2858 საბრძოლო ვაზნა.
სამართლდამცველებმა ასევე ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული
საშუალება.
საპოლიციო კონტროლის დროს, პოლიციამ ჩადენილი სისხლის სამართლის
დანაშაულისთვის - 22, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის –
42 პირი დააკავა.
საქართველოს პროკურატურის
განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საქმის გამოძიების
ფარგლებში, 26 ოქტომბრის არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა
ვერიფიკაციის ყველა აპარატი დალუქეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის
უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე
დააკავეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.