პოლიციამ მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული
სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა
და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ი.ბ.
მუქარის ბრალდებით დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 ივნისს,
ბრალდებული ი.ბ. მარტვილის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1983 წელს
დაბადებულ ს.შ.-ს, მათ შორის არსებული კონფლიქტის ნიადაგზე სიცოცხლის
მოსპობით დაემუქრა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც
მუქარას გულისხმობს.