დააკავეს ორი პირი, რომლებმაც კაფე-ბარის სტუმარ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეკვეთისთვის შეუსაბამოდ დიდი თანხა გამოსძალეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს
ინფორმაციით, ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1975 წელს დაბადებული
ს.ჩ. და 1976 წელს დაბადებული ჰ.ე. დააკავეს.
უწყების ცნობით, მათ ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ქონების მიღების
მიზნით ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვა.
„დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც ბათუმში
მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში მუშაობდნენ, ძალადობის გამოყენებითა და
სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ამავე კაფე-ბარის სტუმრებს, უცხო ქვეყნის
მოქალაქეებს მათი შეკვეთისთვის შეუსაბამოდ დიდი თანხა -267 000
თურქული ლირა და 5 700 ლარი გამოსძალეს. სამართალდამცველებმა
ს.ჩ. და ჰ.ე. ბრალდებულის სახით დააკავეს. დიდი ოდენობით, ქონების
მიღების მიზნით ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე გამოძიება სისხლის
სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით
მიმდინარეობს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.