პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
პოლონეთში, დააკავეს საქართველოს
მოქალაქე, რომელმაც გამოძიების ცნობით, მიმდინარე წლის მარტში მოიპარა
ჩანთა, რომელშიც 500 000 პოლონური ზლოტი იყო.
ცნობილია, რომ მომხდარის შემდეგ კაცი ქვეყნის ფარგლებს გარეთ
იმალებოდა. ის ბოლოს მაზოვის სავოევოდოში (პოლონეთი) დააკავეს.
მედია წერს, რომ შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა კატოვიცეს მცხოვრებმა
ქალმა ბანკიდან მნიშვნელოვანი თანხა აიღო და ნაღდი ფულით სახლში
მანქანით ბრუნდებოდა. მართვისას მან შეამჩნია, რომ საბურავი დაშვებული
იყო, ამიტომ გაჩერდა და გადმოვიდა. მედია წერს, რომ მანქანის ორი
საბურავი დახვრეტილი იყო, ქალს კი ადგილზე ჩანთა აღარ დახვდა.
პროკურორმა მოითხოვა 32 წლის კაცისთვის დროებით პატიმრობის შეფარდება,
რასაც ადგილობრივი სასამართლო დათანხმდა. დანაშაულის დამტკიცების
შემთხვევაში მას 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.