სამართალი
დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გამოყენების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გამოყენების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. მეორე პირის მიმართ კი გამოცხადებულია ძებნა.

პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წელს ნაძალადევის რაიონის გამგეობასა და „როიალ ტაბ გრუპპ-ის წარმომადგენლობას“ შორის, ელექტრონული ტენდერის შედეგის საფუძველზე, საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოების შესრულებაზე 523 500 ლარის ხელშეკრულება გაფორმდა.

ხელშეკრულების შესრულების პროცესში, „როიალ ტაბ გრუპ-ის წარმომადგენლობის“ დირექტორმა და იურისტმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საავანსო თანხის დაუფლება გადაწყვიტეს. ამ მიზნით, კომპანიის იურისტმა ნაძალადევის რაიონის გამგეობაში ,,ნიუ ვიჟენ დაზღვევის“ სახელით შედგენილი ყალბი განცხადება წარადგინა, რის საფუძველზეც კომპანიას სახელმწიფო ხაზინიდან ავანსი სახით - 157 000 ლარი ჩაერიცხა.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, სამუშაოს მხოლოდ თანხის ნაწილი მოახმარეს, ხოლო, დარჩენილი - 98 000 ლარი მიისაკუთრეს. ბრალდებულებმა ასევე, დაამზადეს და გამგეობაში წარადგინეს 45 000 ლარის სამუშაოების შესრულების ამსახველი ყალბი მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა დოკუმენტაცია.

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, კომპანიის დირექტორი სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, მესამე ნაწილის „ბ“ და მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორჯერ ნასამართლევი პირის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გამოყენების ფაქტებზე) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

რაც შეეხება კომპანიის იურისტს, მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალი სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და ამავე კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, არაერთგზის ჩადენილი თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გამოყენების ფაქტებზე), რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობით, სასამართლომ ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა და მის მიმართ გამოცხადებულია ძებნა.


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პროკურატურამ,
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების
შედეგად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო
შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სამი პირი დააკავა.
13:32 / 26.12.2024
საქართველოს პროკურატურამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სამი პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გუდაურში
მომხდარ სავარაუდოდ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც
გარდაიცვალა 12 პირი, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე
მუხლით დაიწყეს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
20:15 / 14.12.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გუდაურში მომხდარ სავარაუდოდ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც გარდაიცვალა 12 პირი, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყეს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ
“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია ადმინისტრაციულ
სამართალდამრღვევად ცნო და სახდელის სახით 12 დღიანი ადმინისტრაციული
პატიმრობა შეუფარდა.
14:52 / 06.12.2024
თბილისის საქალაქო სასამართლომ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სახდელის სახით 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
თბილისში მიმდინარე აქციებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის მიხედვით სულ 224 პირი დააკავეს.
09:01 / 02.12.2024
თბილისში მიმდინარე აქციებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით სულ 224 პირი დააკავეს.
სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები აქციის მონაწილეების
წინააღმდეგ წყლის ჭავლს პერიოდულად იყენებენ.
23:52 / 30.11.2024
სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს პერიოდულად იყენებენ.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.