სამართალი
პოლიციამ სამცხე-ჯავახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 8 პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა.

„დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1973 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ო. დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად რევოლვერი ამოიღო.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ი.მ. დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო პისტოლეტი, 2 მჭიდი და 16 ვაზნა.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1983 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს. სამართალდამცველებმა გ.გ.- ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ხელყუმბარა და ამფეთქი ფალია.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი, ძებნილი პირი - 1996 წელს დაბადებული რ.შ.
დააკავეს. სამართალდამცველებმა რ.შ. - ს დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1978 წელს დაბადებული მ.დ. დააკავეს.

პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 4 ვაზნა.
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1967 წელს დაბადებული გ.კ. დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოების ჩხრეკისას პისტოლეტი და 5 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა 1979 წელს დაბადებული გ.თ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1978 წელს დაბადებული ზ.ფ. დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად გადაჭრილი სანადირო თოფი ამოიღო.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, ასევე, ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პროკურატურამ,
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების
შედეგად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო
შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სამი პირი დააკავა.
13:32 / 26.12.2024
საქართველოს პროკურატურამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სამი პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გუდაურში
მომხდარ სავარაუდოდ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც
გარდაიცვალა 12 პირი, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე
მუხლით დაიწყეს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
20:15 / 14.12.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გუდაურში მომხდარ სავარაუდოდ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც გარდაიცვალა 12 პირი, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყეს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ
“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია ადმინისტრაციულ
სამართალდამრღვევად ცნო და სახდელის სახით 12 დღიანი ადმინისტრაციული
პატიმრობა შეუფარდა.
14:52 / 06.12.2024
თბილისის საქალაქო სასამართლომ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სახდელის სახით 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
თბილისში მიმდინარე აქციებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის მიხედვით სულ 224 პირი დააკავეს.
09:01 / 02.12.2024
თბილისში მიმდინარე აქციებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით სულ 224 პირი დააკავეს.
სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები აქციის მონაწილეების
წინააღმდეგ წყლის ჭავლს პერიოდულად იყენებენ.
23:52 / 30.11.2024
სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს პერიოდულად იყენებენ.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.