უკანონო ტყითსარგებლობის 29 ფაქტი სამცხე-ჯავახეთში
გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, 2023 წლის 1 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით
, უკანონო ტყითსარგებლობის 177 ფაქტი
გამოავლინეს. მათ შორის, 117 ხე-ტყის უკანონო
მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 60 კი, სახერხი საამქროების მიერ
ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების
ფაქტებია.
სამართალდარღვევებიდან 12 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს
შეიცავს.
უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი - 41 ფაქტი გამოვლენილია
კახეთში; 31 ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში, შიდა ქართლში - 30,
სამცხე-ჯავახეთში - 29, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 22, იმერეთში - 10,
გურიაში - 8, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში - 3, მცხეთა-მთიანეთში - 2,
ქვემო ქართლში - 1.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 239 კუბურ მეტრზე მეტი
მოცულობის ხე-ტყე.
ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის
დარღვევის 55 ფაქტი. ასევე, ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია 5 ერთეული
არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში
გადაიგზავნა.