სამართალი
ბორჯომში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ახალციხის სასამართლოში იმსჯელეს
16 წლის მოზარდი, რომელმაც ბორჯომში
ახალგაზრდა მამაკაცს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა,
პატიმრობაში რჩება. ინფორმაციას
არასრულწლოვანის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ახალციხის
რაიონულმა სასამართლომ დღეს იმსჯელა.
პროკურორის მოთხოვნას, რომ მოზარდი საპატიმრო დაწესებულებაში
გადაეყვანათ, ადვოკატიც დაეთანხმა.
16 წლის ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. მას საზოგადოებრივი
ადვოკატი იცავს. ბრალდებულის ასაკის გამო სასამართლომ სხდომა
დახურა.
შეგახსენებთ, შემთხვევა 8 ივლისს, ბორჯომის ცენტრალურ
პარკთან, გვიან ღამით მოხდა. ბრალდებულმა ცივი იარაღის
გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 23 წლის მამაკაცს, რის
შედეგადაც ახალგაზრდა კაცი საავადმყოფოში
გარდაიცვალა.
გააზიარეთ :