სამართალი
სასამართლომ 13 წლის მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ
არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს
პატიმრობა შეუფარდა.
დაცვის მხარე 100 000 - ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას
ითხოვდა, თუმცა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, რომ 43 წლის კაცი 13 წლის მოზარდზე სექსუალური ძალადობის
ბრალდებით დააკავეს. არასრულწლოვანი 4 თვის ორსულია. საქმეზე
გამოძიება 137 მუხლის მე-4-ე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით გრძელდება, რაც
წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურებას გულისხმობს. ბრალის
დამტკიცების შემთხვევაში კაცს 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა
ემუქრება.
წყარო:interpressnews.ge
გააზიარეთ :