სამართალი
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 15 პირია დაკავებული.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს და ამავე მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს. სამართალდამცველებმა გ.გ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ხმის ჩამხშობი მაყუჩი, მჭიდი და 23 ვაზნა.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული მ.კ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ მ.კ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 16 ვაზნა.

გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1964 წელს დაბადებული კ.ბ. დააკავეს, რომლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 2 ცეცხლსასროლი იარაღი, 4 მჭიდი და 35 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 2004 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 5 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა კი, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ა. ს ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 30 ვაზნა.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს, ყვარლის და გურჯაანის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამი პირი დააკავეს. 1993 წელს დაბადებული ნ.ს.-ს საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოების ჩხრეკისას, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო, 4 ხელყუმბარა და 5 ამფეთქი ფალია. 1991 წელს დაბადებული ვ.ო.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. ხოლო, 1967 წელს დაბადებული გ.ნ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პოლიციამ გადაჭრილი სანადირო თოფი და 5 ვაზნა ამოიღო.

იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, ცაგერის, თერჯოლის, ზესტაფონის რაიონული სამმართველოების და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 პირი დააკავეს. 1979 დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ნ.ო.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია გადაჭრილი თოფი. 1957 წელს დაბადებული თ.მ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, პოლიციამ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი,

5 მჭიდი, 200 საბრძოლო ვაზნა და ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღო. 1979 წელს დაბადებული მ.მ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია - გადაჭრილი სანადირო თოფი, ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 40 ვაზნა. ხოლო, 1983 წელს დაბადებული კ.უ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად სამართალდამცავების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია - მაუზერის და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტები, 2 მჭიდი, 5 ვაზნა და 5 კაფსულ-დეტონატორი.

სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 3 პირი - 1963 წელს დაბადებული მ.კ., 1982 წელს დაბადებული მ.ც. და 1969 წელს დაბადებული გ.ჯ.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, 3 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 3 მჭიდი, 2 შაშხანა, ტყვიამფრქვევი და 93 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
თანამშრომლები,
10:28 / 29.09.2023
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები,
მიმდინარე წლის I-II კვარტალში
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავტოსატრანსპორტო საშუალებით
მოძრაობისას
17:10 / 23.09.2023
მიმდინარე წლის I-II კვარტალში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას
საქართველოს პროკურატურამ დიდი
ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის
დამზადება, გამოყენების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. მეორე პირის
მიმართ კი გამოცხადებულია ძებნა.
10:56 / 20.09.2023
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გამოყენების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. მეორე პირის მიმართ კი გამოცხადებულია ძებნა.
გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
თანამშრომლები, 4 სექტემბრიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში
11:52 / 17.09.2023
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, 4 სექტემბრიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში
შინაგან საქმეთა სამინისტროს
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული
საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მომზადების
ფაქტებზე,
10:17 / 17.09.2023
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მომზადების ფაქტებზე,
ინტერაქტივი
დაზიანებული ატრაქციონები, ჩამსხვრეული ლამპიონები, გატეხილი სკამები და მოშლილი ინფრასტრუქტურა - ასეთია ვანდალიზმის შემთხვევების შედეგები ბორჯომში.
პანდემიის დროს მთელს მსოფლიოში მნიშვნელოვნად შემცირდა ბავშვთა რუტინული იმუნიზაციის მაჩვენებლები.
დღის ამბები
30 წელი სოხუმის დაცემიდან-ბორჯომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს;
ცვლილებები ბიუჯეტში, ქუჩების დამისამართება და სამსახურების ანგარიშები - ბორჯომის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა;
«« ოქტომბერი 2023 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.