სამცხე-ჯავახეთში უკანონო ტყითსარგებლობის 19 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, 2023 წლის მარტში უკანონო ტყითსარგებლობის 265 ფაქტი
გამოავლინეს;
მათ შორის, 197 ფაქტი ხე-ტყის
უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 68 კი, საამქროების მიერ
ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების
ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 27 ფაქტი სისხლის სამართლის
დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 76
ფაქტი გამოვლენილია კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო
ტერიტორიაზე;
სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა 28 სამართალდარღვევა, ქვემო
ქართლში - 26, სამცხე-ჯავახეთში - 19, იმერეთში - 18, აჭარაში - 9,
გურიაში - 8, შიდა ქართლშიც - 8, მცხეთა-მთიანეთში კი, 5
სამართალდარღვევა გამოვლინდა.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 297 კუბურ მეტრზე მეტი
მოცულობის ხე-ტყე.
ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის
დარღვევის 58 ფაქტი; ამოღებულია 10 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი
საამქრო.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში
გადაიგზავნა.