"ამბასადორში" ხანძრის გაჩენის ფაქტზე სასტუმროს სტუმარი დააკავეს
სასტუმრო "ამბასადორში" ხანძრის
გაჩენის ფაქტზე, 1995 წელს დაბადებული ა.ლ. ცეცხლის წაკიდებით ნივთის
დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ, თბილისში მდებარე სასტუმრო „ამბასადორის“
ერთ-ერთ ნომერში მყოფმა სტუმარმა გააჩინა ხანძარი, რომელიც გავრცელდა
სასტუმროს მესამე და მეოთხე სართულზე.
შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გამოცხადდნენ სამართალდამცველები
და მეხანძრე-მაშველები, რომლებმაც დაიწყეს ხანძრის ქრობის
სამუშაოები.
სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის
"ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის
დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
შეგახსენებთ,
ხანძარი სასტუმრო „ამბასადორში“ 31 მარტს, დაახლოებით 18:10-ზე
გაჩნდა. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.