სამართალი
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო, დაკავებულია 10 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 10 პირი დააკავეს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული გ.ხ. თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა მის საცხოვრებელ სახლში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.

1979 წელს დაბადებული რ.ს. კი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე დააკავეს. პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 16 ვაზნა ამოიღო.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 1977 წელს დაბადებული თ.მ. თბილისში დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდები და ვაზნებით ნივთმტკიცებად ამოიღო.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2 პირი: 1986 წელს დაბადებული ზ.ღ და 1968 წელს დაბადებული ს. ბ. სხვადასხვა დროს დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ზ.ღ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნა.

რაც შეეხება ს.ბ.-ს, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო კარაბინი, სანადირო თოფები, მჭიდები, ვაზნები და მასრები.

ასევე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს 1991 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ლ.კ. პოლიციამ, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და ვაზნები.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე სხვადასხვა დროს ამხილეს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1986 წელს დაბადებული გ.ო. და 1953 წელს დაბადებული ს.ჭ.

მათი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოღებულია 2 ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდები და 12 ვაზნა.
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ კი დაკავებულია 1992 რ. ხ., რომლის საცხოვრებელი სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო უკანონო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.

გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.დ. სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 3 ვაზნა ამოიღეს.

სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს რაიონულ სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულია 1963 წელს დაბადებული ტ.ს. სამართალდამცველებმა ტ.ს.-ს საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე შენობა-ნაგებობებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოიღეს რევოლვერი და შაშხანა.

მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე 1955 წელს დაბადებული მ.ზ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, "ნაგანის" ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და 7 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ამავე დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და გასაღების ფაქტებზე, 2 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

1971 წელს დაბადებული თ.ც.-ს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა, ხოლო 1981 წელს დაბადებულ ი.წ.-ს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ გასაღება ედება ბრალად.

დანაშაულები 3-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ასევე, გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ელი, მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს.


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
შინაგან საქმეთა სამინისტროს,
გენერალური პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა,
ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად,
11:15 / 25.05.2023
შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ე.წ.
„სააფთიაქო ნარკომანიის“ ფაქტების გამოვლენის მიზნით.
09:47 / 25.05.2023
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ ფაქტების გამოვლენის მიზნით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა,
15:20 / 21.05.2023
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
ვანში, არასრულწლოვანი გოგონას
მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ბრალებით
ერთ-ერთი სკოლის მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს.
11:30 / 19.05.2023
ვანში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ბრალებით ერთ-ერთი სკოლის მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ორი სისხლის სამართლის საქმის
ფარგლებში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2023 წლის აპრილის თვეში, ქრთამის
აღების ფაქტებზე, სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ იმერეთისა და
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ორი თანამშრომელი
დააკავეს.
10:22 / 16.05.2023
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ორი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2023 წლის აპრილის თვეში, ქრთამის აღების ფაქტებზე, სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ორი თანამშრომელი დააკავეს.
ინტერაქტივი
რა უნდა ვიცოდეთ, თუ ბორჯომის მუნიციპალიტეტში მშენებლობას გადავწყვეტთ?
როდის დაიწყება 2023 წელს, ბორჯომში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. რა სამუშაოებზე უნდა დაიხარჯოს 11 მილიონი ლარი.
დღის ამბები
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ბორჯომში აღნიშნეს;
რას ფიქრობენ ბორჯომში რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე და ფრენების აღდგენაზე;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.