სამართალი
2022 წელს უკანონო თევზჭერის 525 ფაქტი გამოვლინდა
2022 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 24-საათიანი პატრულირების, ასევე გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 525 ფაქტი გამოავლინეს. 2021 წელს კი გამოვლენილია უკანონო თევზჭერის 353 ფაქტი.

2022 წელს გამოვლენილი 525 სამართალდარღვევიდან, 118 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. ამავე პერიოდში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) სავარაუდო უკანონო თევზჭერასთან დაკავშირებით, სულ შევიდა 206 შეტყობინება. 2022 წელს სამართალდამრღვევების მიმართ დაკისრებული ჯარიმის ჯამური ოდენობა 44400 ლარია.


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით: „ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის, ასევე შემაკავებელი ეფექტის შექმნის მიზნით, დეპარტამენტში, ბოლო წლებში, არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. მათ შორის, საკანონმდებლო მიმართულებით - საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით განიხილება დეპარტამენტის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც, ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით ან სხვა აკრძალული იარაღით თევზჭერისთვის უქმდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და დგინდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

პარალელურად, დეპარტამენტი, გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, სისტემატურად ახორციელებს ეკიპაჟების შესაბამისი საშუალებებით - მაღალი გამავლობის ავტომანქანებით, ვიდეორეგისტრატორებით, სამხრე კამერებით, დრონებით, ფოტოხაფანგებითა და მცურავი საშუალებებით აღჭურვას“- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა,
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სქესობრივი კავშირის
იძულების ფაქტზე 4 პირი დააკავა, ხოლო პირადი მიმოწერის გავრცელების
ფაქტზე კი ერთი პირი ამხილა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2023 წლის იანვრიდან მარტამდე
პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სქესობრივი კავშირის
იძულების, პირადი მიმოწერის გავრცელებისა და სიცოცხლის მოსპობის
მუქარის 5 ფაქტი გახსნა.
10:17 / 29.03.2023
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე 4 პირი დააკავა, ხოლო პირადი მიმოწერის გავრცელების ფაქტზე კი ერთი პირი ამხილა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2023 წლის იანვრიდან მარტამდე პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სქესობრივი კავშირის იძულების, პირადი მიმოწერის გავრცელებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის 5 ფაქტი გახსნა.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ
ცხვარიჭამიაში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ
დავით ჯიჯეიშვილს 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
09:47 / 28.03.2023
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ცხვარიჭამიაში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ დავით ჯიჯეიშვილს 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
14:36 / 23.03.2023
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და
რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა
ამოიღეს, დაკავებულია 10 პირი, 2 კი მხილებულია.
12:12 / 23.03.2023
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია 10 პირი, 2 კი მხილებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად,
11:26 / 22.03.2023
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
ინტერაქტივი
როდის დაიწყება 2023 წელს, ბორჯომში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. რა სამუშაოებზე უნდა დაიხარჯოს 11 მილიონი ლარი.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ხანდაზმულები, მარტოხელა და მარტო მცხოვრები მოხუცები - ეს არის ადამიანების ჯგუფები, რომლებიც შინმოვლის სერვისს საჭიროებენ.
დღის ამბები
ბიუჯეტის ანგარიში, დებულებების დამტკიცება, ქუჩების დამისამართება სოფლებში - გეგმიური სხდომა ბორჯომის საკრებულოში;
„აგენტების“ შესახებ კანონპროექტი ჩავარდა - მედიის და სამოქალაქო სექტორის შეფასებები სამცხე-ჯავახეთიდან;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.