პოლიციამ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
პოლიციამ თბილისში მომხდარი
მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული ს.ა. განზრახ
მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში,
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე
რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ახლად გაცნობილ ქალს - 1986 წელს დაბადებულ
შ.ღ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ს.ა.
მომხდარიდან მალევე, თბილისში დააკავეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით
მიმდინარეობს.