სამართალი
კორუფციის რისკები სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესში
2013-2021 წლებში, სამცხე-ჯავახეთში,
„ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა და თანამდებობებზე მყოფმა
პირებმა, ასევე, მათი ოჯახის წევრებმა, ჯამში 39-მა სუბიექტმა, 54
ელექტრონულ აუქციონზე გამოტანილი 129 775 კვ.მ. მიწა, 7 725 685 ლარად
იყიდეს.
მათ შორის, გასხვისებული მიწის 75 % (97 417 კვ.მ) უკონკურენტოდ,
მხოლოდ ერთი ბიჯით 2 938 300 ლარად გაიყიდა. გარდა ამისა, 8
სუბიექტმა, 378 223 კვ.მ. ფართობი 1 458 387 ლარად[1], პირდაპირი
მიყიდვის წესით მიიღო.
თანამდებობის პირები და მათი ოჯახის წევრები. 23-მა პირმა
თანამდებობაზე ყოფნის დროს, ან საჯარო უწყებაში მუშაობის პერიოდში,
ასევე, მათი ოჯახის წევრებმა, ელექტრონული აუქციონით, ჯამში, 61 511
კვ.მ ფართობი იყიდეს, აქედან 57 658 კვ.მ (93.7%) 15-მა პირმა
უკონკურენტოდ, მხოლოდ ერთი ბიჯით მიიღო- ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო"
ავრცელებს.
თანამდებობის პირები და მათი ოჯახის
წევრები
23-მა პირმა თანამდებობაზე ყოფნის დროს, ან საჯარო უწყებაში მუშაობის
პერიოდში, ასევე, მათი ოჯახის წევრებმა, ელექტრონული აუქციონით,
ჯამში, 61 511 კვ.მ ფართობი იყიდეს, აქედან 57 658 კვ.მ (93.7%) 15-მა
პირმა უკონკურენტოდ, მხოლოდ ერთი ბიჯით მიიღო.
გოჩა პარუნაშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის
მრჩევლის პოზიციაზე 2013 წლის 3 აპრილს დაინიშნა. თანამდებობის
დაკავებიდან ერთ თვეში, 2013 წლის 15 მაისს, ელექტრონული აუქციონით,
უკონკურენტოდ, 1,100 ლარად, ახალციხეში, მიქუტიშვილის ქუჩასთან
მდებარე 100 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი
იყიდა.
თამაზ გოგოლაძემ, 2014 წლის 13
იანვარს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სოფელ ტაძრისში,
ელექტრონულ აუქიონზე გამოტანილი 248 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 43 კვ.მ ყოფილი
საქვაბის შენობა, 2,185 ლარად იყიდა. ამ დროს, თამაზ გოგოლაძეს
ბორჯომის საკრებულოში კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.
არსენ ოვეიანმა, 2014 წლის აგვისტოში, ელექტრონული
აუქციონით, უკონკურენტოდ, 30,000 ლარად, ახალციხეში,
ახალციხე-ახალქალაქის გზატკეცილზე მდებარე 1,173 კვ.მ
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იყიდა. არსენ
ოვეიანის მამა, სამველ ოვეიანი, ამ დროს ახალციხის საკრებულოს
კომისიის თავმჯდომარე იყო.
ასია დანელიანმა, 2014 წლის 30 სექტემბერს,
ელექტრონული აუქციონით, უკონკურენტოდ, 27,000 ლარად, ახალქალაქში,
მალხასიანის N2-ში მდებარე 1,421 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ობიექტი N1
(სამრეცხაოს შენობა, განაშენიანების ფართი - 219.3 კვ.მ.) იყიდა. ამ
დროს მისი შვილი, ჰარუთუნ ჰოვჰანესიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის
გამგებელი იყო.
ორ კვირაში, 2014 წლის 16 ოქტომბერს, თავად ჰარუთუნ ჰოვჰანესიანმაც,
28,500 ლარად, ახალქალაქში, მალხასიანის ქუჩა N2-ში მდებარე 1,351
კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იყიდა.
მინდია ჯელიამ, 2014 წლის 6 ოქტომბერს, ელექტრონული
აუქციონით, უკონკურენტოდ, 4,500 ლარად, ადიგენში, ბალახაშვილის N12-ის
მიმდებარედ არსებული 360 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ობიექტი N1 (ყოფილი საქვაბე,
განაშენიანების ფართი - 130 კვ.მ.) იყიდა. ამ დროს იგი ადიგენის
გამგებლის პირველი მოადგილის პოზიციაზე ოთხი თვის დანიშნული იყო.
გევორგ ქსპოიანმა, 2015 წლის 13 მარტს, ელექტრონული
აუქციონით, 10,500 ლარად, ნინოწმინდაში, სოფელ განძაში მდებარე
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 88 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე
არსებული შენობა-ნაგებობა ობიექტი N1 (ნინოწმინდის შ.ს. განყოფილების
ყოფილი შენობა) იყიდა. ამ დროს, გევორქ ქსპოიანის მამას, ანდრანიკ
ქსპოიანს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, იურიდიული
სამსახურის უფროსის პოზიცია ეკავა.
შპს „მესხურმა ნობათმა“, 2015 წლის 21 მაისს,
ელექტრონული აუქციონით, 19,000 ლარად, ახალციხეში, ივერიელის ქუჩა
N5-ის მიმდებარედ არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 249
კვ.მ. მიწის ნაკვეთი იყიდა. შპს „მესხურ ნობათს“ ადრე შპს „ბაზარი“
ერქვა და ამავე ადგილზე აგრარული ბაზარი ჰქონდა. 2014 წლის 29
აგვისტოს, შპს „ბაზარის“ რვა მესაკუთრემ 155,100 დოლარად შეფასებული
წილი, 44,900 დოლარად გაასხვისა/დაუთმო, ახალციხის საკრებულოში
„ქართული ოცნებიდან“ ერთი თვის შესული დეპუტატის და კომისიის
თავმჯდომარის გელა პეტაშვილის მეუღლეს, რუსუდან გოგოლაძეს. ამ შპს-ს
დირექტორად ჯერ გელა პეტაშვილის ბიძა, ოლეგ პეტაშვილი, შემდეგ კი მისი
ძმა გია პეტაშვილი დაინიშნა. Სწორედ ამის შემდეგ კომპანიას ეწოდა
“მესხური ნობათი”, რომელმაც მოიგო აუქციონი და ყოფილი ბაზრის
ტერიტორიაზე დღეს საცხოვრებელი კორპუსი „მესხეთი თაუერი“ ააშენა.
პეტაშვილების ოჯახის ამავე კომპანიამ, აბასთუმანში, ასევე,
ელექტრონული აუქციონით, უკონკურენტოდ, 2020 წლის 31 აგვისტოს, 16,500
ლარად 101 კვ.მ. და 55 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
ნაკვეთებიც იყიდა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 2021 წლის 31 აგვისტოს,
პეტაშვილების მამამ, თამაზ პეტაშვილმა, რომელიც წილებს სამ სხვადასხვა
სამშენებლო კომპანიაში ფლობს, „ქართულ ოცნებას“ 1,000 ლარი შეწირა. იმ
სამშენებლო კომპანიებს, რომლებშიც თამაზ პეტაშვილი წილებს ფლობს,
2011-2022 წლებში, სახელმწიფო შესყდივებით 13 მილიონ ლარზე მეტი აქვს
მიღებული.
დავით გოქსაძემ, 2016 წლის 1 თებერვალს, ელექტრონული
აუქციონით, უკონკურენტოდ, 3,400 ლარად, ახალციხეში, სოფელ ურაველში,
763 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე
არსებული შენობა-ნაგებობა - ობიექტი N1 (დანგრეული) შეიძინა. ამ დროს
მისი ძმა, ბესიკ გოგსაძე, ახალციხის საკრებულოში კომისიის თავმჯდომარე
იყო.
შპს „მეეკმა“, ელექტრონული აუქციონით, 2016 წლის 25
თებერვალს, ახალქალაქში, კარწახში, 92,000 ლარად 1,500 კვ.მ.
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შეიძინა. შპს
„მეეკი“ ენზელ მკოიანის ოჯახის კომპანიაა, იგი ამ დროს საქართველოს
პარლამენტში „ქართული ოცნებიდან“ არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი
იყო.
ართურ ირიციანმა, 2016 წლის 30 მარტს, ელექტრონული
აუქციონით, 21,100 ლარად იყიდა ახალქალაქში, სოფელ კოთელიაში მდებარე
676 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ამ დროს
მისი ძმა, ნაირი ირიციანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარის მოადგილე იყო.
ვარდ მოსოიანმა, 2017 წლის 24 მარტს, ელექტრონული
აუქციონით, უკონკურენტოდ 8,000 ლარად, ახალქალაქში, თოთხამში 1,308
კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შეიძინა. ამ
დროს მას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის
ახალქალაქის სერვის ცენტრის მენეჯერის პოზიცია ეკავა. 2018 წლის
თებერვალში, იგი მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით პასუხისგებაში
მისცეს. საქმის მასალების მიხედვით, მისი მეუღლის სახელზე
რეგისტირებულმა კომპანია „ვემ-ამ“, 2014 წელს, ახალქალაქის მერიის
მიერ წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერი მოიგო.
სამუშაოები კი წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკითა და თანამშრომლების
ჩართულობით განახორციელა.
ედუარდ საჰარიანმა, 2018 წლის 23 ივნისს, 9,500
ლარად, უკონკურენტოდ, ახალქალაქში, ვაჩიანში (ხართა) მდებარე 4,400
კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე
არსებული N1 (ნანგრევი) შენობა-ნაგებობა იყიდა. ამ დროს მის ძმას,
აშოტ საარიანს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ფრაქცია
„ქართული ოცნება - კონსერვატორების“ თავმჯდომარის პოზიცია ეკავა.
აღსანიშნავია, რომ აშოტ საარიანი ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობაზე
2014-2021 წლებში იყო, მისმა ძმამ ედუარდ საჰარიანმა კი 2015-2017
წლებში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვებით
722,927 ლარი მიიღო.
მარიკა ჩიტაშვილმა, 2019 წლის 14 თბერვალს 21,500
ლარად, უკონკურენტოდ მოიგო პრივატიზაციის აუქციონი ახალციხეში 1,384
კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. ამ დროს იგი
ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო.
ბესიკ ჩილინგარაშვილმა, 2019 წლის 7 მარტს, 3,600
ლარად, ახალციხეში, აბასთუმნის გზატკეცილზე, სხვილისის ტერიტორიაზე
171 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე
არსებული N1 შენობა-ნაგებობა უკონკურენტო აუქციონზე იყიდა. ამ დროს
მას თბილისში, ვაკის რაიონის გამგეობაში სამხედრო განყოფილების
უფროსის თანამდებობა ეკავა.
მაკა გელაშვილმა, 2019 წლის 11
მარტს, უკონკურენტოდ, 15,800 ლარად, ბორჯომში, რუსთაველის N14-ის
მიმდებარედ 109 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
ნაკვეთი შეიძინა. ამ დროს მისი მეუღლე, ჯემალ კაბულაშვილი, ააიპ
„ბორჯომის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის“ დირექტორის
მოადგილის პოზიციაზე იყო. სამ თვეში, 10 ივნისს, მაკა გელაშვილმა,
მიწის ნახევარი ბორჯომის მუნიციპალიტეტში ყოფილ თანამდებობის პირებთან
დაკავშირებულ გიორგი წიქარიშვილს აჩუქა. წიქარიშვილისა და მისი
მეუღლის შესაძლო კორუფციულ სახელმწიფო შესყიდვებზე „საერთაშორისო
გამჭვირვალობა - საქართველო“ 2022 წლის მარტში წერდა.
ლევან ლობჯანიძემ, უკონკურენტოდ, 10,500 ლარად, 2019
წლის 2 დეკემბერს, ადიგენში, მლაშეში 2,000 კვ.მ.
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ელექტორნულ
აუქციონზე მოიგო. ამ დროს მისი ძმა, აჩიკო ლობჯანიძე ადიგენის
მუნიციპალიტეტის მლაშეს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი
იყო.
ლარისა აკოფიანმა, 2019 წლის 9 დეკემბერს, ადიგენში,
ერისთავის ქუჩა N28-ის მიმდებარედ, 2,800 ლარად 102 კვ.მ. და 1,800
ლარად 78 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები
უკონკურენტოდ იყიდა. მას ამ დროს, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში
სამხედრო გაწვევისა და აღრიცხვის სამსახურში სპეციალისტის პოზიცია
ეკავა.
ანზორ ბარძიმაძემ, 2019 წლის 17 დეკემბერს, 3,400
ლარად, ახალციხეში, აწყურში, 92 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთი იყიდა. ამ დროს, ანზორ ბარძიმაძის უფროს
შვილს, გიორგი ბარძიმაძეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში
ზედამხედველობის სამსახურში სპეციალისტის პოზიცია ეკავა. 2021 წლიდან
კი უმცროსი შვილი, ზურაბ ბარძიმაძე ახალციხის საკრებულოში ფრაქცია
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის
მოადგილეა.
ზაზა გელაძემ, 2020 წლის 8 სექტემბერს, 19,500
ლარად, უკონკურენტოდ, ახალციხეში, ციხისძირის N18-ში 124 კვ.მ
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იყიდა. გელაძე,
2016-2020 წლებში, „ქართული ოცნებიდან“ საქართველოს პარლამენტში
ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი კოპაძის ბიუროს
უფროსი იყო.
არტურ მკოიანმა, 2020 წლის 24 ნოემბერს, 3,900
ლარად, ახალქალაქში, დილისკაში 325 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთი იყიდა. ამ დროს ის ახალქალაქის
საკრებულოში თავმჯდომარეობდა ფრაქციას „ქართული ოცნება -
ახალგაზრდები“.
კარაპეტ კარაპეტიანმა, 2021 წლის 8 თებერვალს, 3,200
ლარად, უკონკურენტოდ, აბასთუმანში, ფალიაშვილის ქუჩაზე არსებული 22
კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იყიდა. ოთხ
თვეში, 2021 წლის 16 ივნისს, კარაპეტ კარაპეტიანმა, აღნიშნული ფართი
„ქართული ოცნებიდან“ ახალციხის საკრებულოს დეპუტატს, ტიგრან
მელქონიანს აჩუქა.
ვაგრამ ადუმიანმა, 2021 წლის 28 დეკემბერს, 238,500
ლარად, უკონკურენტოდ, ნინოწმინდაში, პუშკინის N103-ში 39,594 კვ.მ.
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე
განთავსებული შენობა-ნაგებობები შეიძინა. ვაგრამ ადუმიანის შვილი,
სერგეი ადუმიანი „ქართული ოცნებიდან“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს დეპუტატია.
თათია ხუციშვილმა, 2021 წლის 22 იანვარს, 71,000
ლარად, უკონკურენტოდ, ახალციხეში მდებარე 3,717 კვ.მ.
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული
შენობა-ნაგებობები იყიდა. თათია ხუციშვილი ააიპ „ახალციხის ციხის“
დირექტორის მოადგილის, ნათია ხუციშვილის დაა.
გააზიარეთ :