სამცხე-ჯავახეთში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის 4 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა,
ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო
სექტორ "კარწახის" დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული
ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო
საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს:
თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე - 1994 წელს დაბადებული ს.ა. და 1973
წელს დაბადებული ი.ზ., აზერბაიჯანის მოქალაქე, 1983 წელს დაბადებული
გ.ა., ასევე, მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ძებნილი საქართველოს
მოქალაქე, 2000 წელს დაბადებული ს.ა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი
პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის
მიმართულებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ
გადაკვეთას ცდილობდნენ.
დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის
მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.