პოლიციამ მარნეულში გოგონას ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა
პოლიციამ მარნეულში გოგონას ცოლად
შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე 2 პირი
დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ნ. და 1977
წელს დაბადებული რ.მ. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით
დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნ.ნ.-მ, ცოლად შერთვის მიზნით,
2002 წელს დაბადებულ ფ.ო.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. აღნიშნულ
დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობდა ამჟამად ბრალდებულის სახით
დაკავებული რ.მ.-ც.
პოლიციამ, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
ღონისძიებების შედეგად, გატაცებული გოგონას ადგილსამყოფელი
დაადგინა.
სამართალდამცველებმა ნ.ნ. და რ.მ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსი