სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს
გავრცელებული ინფორმაციით, სუს-ის
უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს. შესაბამისი კადრები
სოციალურ ქსელ Facebook-ზე ვრცელდება.
არსებული ინფორმაციით, გოგაშვილის დაკავების ოპერაცია მის საცხოვრებელ
სახლში გვიან ღამით ჩატარდა.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ინფორმაციას, "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
სოსო გოგაშვილმა ქართული ოცნება 2020 წლის ოქტომბერში დატოვა. ის
სუს-ის უფროსის მოადგილედ 2015-2018 წლებში მუშაობდა. 2014 წელს შსს-ს
გენინსპექციის უფროსი იყო. გოგაშვილი ხელმძღვანელობდა პანკისის
ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რა დროსაც 19 წლის თემირლან
მაჩალიკაშვილი მოკლეს.