"ვალეს" სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე 5 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა,
ბოლო პერიოდში, ახალციხის
სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "ვალე"-ს დასაცავ მონაკვეთზე
ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ბანგლადეშის რესპუბლიკის 2 მოქალაქე:
1996 წელს დაბადებული მ.ტ. და 1982 წელს დაბადებული მ.ა. ასევე,
თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები:1982 წელს დაბადებული მ.ა, 1977
წელს დაბადებული ე.გ და 1982 წელს დაბადებული ფ.ჩ საქართველოს
სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე
დააკავეს.
დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი
პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის
მიმართულებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ
გადაკვეთას ცდილობდნენ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის
მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.