კახეთის პოლიციამ თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე ძებნილი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის
პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
ქვემო ქართლის პოლიციის
დეპარტამენტთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული, წარსულში
სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ი.გ. დააკავეს, რომელიც
დამამძიმებელ გარემოებაში რამდენიმე პირის განზრახ მკვლელობის
მცდელობისთვის იძებნებოდა.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21
მაისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში, ურთიერთშელაპარაკების
ნიადაგზე, თანასოფლელ ძმებს - 1976 წელს დაბადებულ კ.მ.-ს და 1986
წელს დაბადებულ ბ.მ.-ს, ასევე, მათ დედას - 1954 წელს დაბადებულ
ე.მ.-ს და საკუთარ შვილს - 1993 წელს დაბადებულ გ.გ.-ს სანადირო
თოფიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან
მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, კ.მ. შემთხვევის ადგილზე
გარდაიცვალა, ხოლო დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც
შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ.
სამართალდამცველებმა ბრალდებული, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
ღონისძიებების შედეგად, რუსთავში დააკავეს.
დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე
მუხლით მიმდინარეობს.