სამცხე-ჯავახეთში მაისში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 15 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა 2022 წლის 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით,
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და
ტრანსპორტირების 139 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 9 ფაქტი სისხლის
სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 31
ფაქტი გამოვლინდა კახეთში, 29 სამართალდარღვევა დაფიქსირდა
სამეგრელო-ზემო სვანეთში, 28 - იმერეთში, სამცხე-ჯავახეთში - 15,
აჭარაში - 12, ქვემო ქართლში - 10, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 5,
შიდა ქართლში - 4, მცხეთა-მთიანეთშიც - 4, გურიაში კი, 1
სამართალდარღვევა გამოვლინდა.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 204 კუბურ მეტრამდე
ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის
დარღვევის 40 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 8 ერთეული არარეგისტრირებული
სახერხი საამქრო.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში
გადაიგზავნა.