სამართალი
შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის თბილისსა და რეგიონებში 17 პირი დააკავა - მათ შორის 14 ნარკორეალიზატორია
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო პერიოდში, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, ქუთაისში, აჭარასა და კახეთის რეგიონში ნარკოდანაშაულისთვის 17 პირი დააკავეს, მათ შორის 14 ნარკორეალიზატორია.

1996 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ რ.ფ.-ს, 1984 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ე.ა.-ს, 1981 წელს დაბადებულ დ.ხ.-ს, 1976 წელს დაბადებულ მ.გ.-ს, 1986 წელს დაბადებულ ი.თ.-ს, 1996 წელს დაბადებულ თ.მ.-ს, 1974 წელს დაბადებულ ვ.ბ.-ს, 1981 წელს დაბადებულ გ.კ.-ს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს: 1984 წელს დაბადებულ ჰ.კ.-ს და 1986 წელს დაბადებულ მ.ნ.-ს ბრალი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებაში ედებათ.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან: 1994 წელს დაბადებული ი.დ., 1997 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ს.ჩ., ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1985 წელს დაბადებული ა.მ. და 2002 წელს დაბადებული დ.კ.

1985 წელს დაბადებულ, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევ და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ ც.ღ.-ს, 1976 წელს დაბადებულ ვ.ბ.-ს და 1981 წელს დაბადებულ რ.გ.-ს კი ბრალი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებისთვის დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

მათი პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები და ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.
ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის ვ.ბ. თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის მიერ მითითებული ადგილის და საცხოვრებელი
ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს: 2945 აბი ნარკოტიკული საშუალება "ტრამადოლი", 2586 აბი ნარკოტიკული საშუალება "მეტადონი", სარეალიზაციოდ გამზადებული და 71 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი", 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი , "გეკოს" სისტემის იარაღი, ხელყუმბარა, 305 ვაზნა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 7 მჭიდი.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ თბილისში კიდევ ერთი დაკავებული პირი - ა.მ. ჩართული იყო ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის სქემაში. იგი სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაციისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, დედაქალაქის კონკრეტულ უბნებში ათავსებდა ნარკოტიკულ საშუალებას. პოლიციამ ბრალდებულის მიერ სხვადასხვა ადგილას სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება, 10 შეკვრად დაფასოებული „ალფა პვპ“ ნივთმტკიცებად ამოიღო.

ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეები - ჰ.კ. და მ.ნ. თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ვიდეოგადაღება. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული ნივთმტკიცებად ამოიღო.

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, წარსულში ნარკოტიკული დანაშაულისათვის მრავალჯერ ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.კ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქუთაისში დააკავეს.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულმა დ. კ.-მ, შემდგომი გასაღების მიზნით, ნარკოტიკი ბათუმში, სხვადასხვა ადგილზე განათავსა. სამართალდამცველებმა დაკავებულის მიერ მითითებული სამალავებიდან ნივთმტკიცების სახით ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“. ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ასევე ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა კი ბათუმში, ბრალდებული ც.ღ.-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 16 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც „ჰეროინსა“ და "ბუპრენორფინს" შეიცავს.
რაც შეეხება ი. დ.-ს და ს.ჩ.-ს, აჭარის პოლიციამ მათ მიერ სხვადასხვა ადგილას სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, ასევე ნივთმტკიცების სახით ამოღებულია 23 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკი. სამართალდამცველებმა, ი.დ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, მათ შორის 312 ერთჯერადი გამოყენების შპრიცი „ჰეროინის“ შემცველი სითხით.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელეს რ.ფ.-სა და ე.ა.-სგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო მათ მიერ გაყიდული ნარკოტიკები და სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვის შედეგად მიღებული ფული.

კახეთის პოლიციის მიერ კიდევ ერთი დაკავებულის - რ.გ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია 1 კილოგრამზე მეტი „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობის, მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო გასაღების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილებით, 19-260-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, 273-ე პრიმა მუხლის მე-8 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ
რველში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
17:23 / 15.11.2024
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ რველში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საქართველოს პროკურატურის
განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საქმის გამოძიების
ფარგლებში, 26 ოქტომბრის არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა
ვერიფიკაციის ყველა აპარატი დალუქეს.
11:47 / 15.11.2024
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საქმის გამოძიების ფარგლებში, 26 ოქტომბრის არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის ყველა აპარატი დალუქეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის
უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე
დააკავეს.
13:04 / 13.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე დააკავეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტში 2 წლის
ბავშვი გარდაიცვალა.
12:46 / 12.11.2024
მარნეულის მუნიციპალიტეტში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა.
თბილისის სააპელაციო სასამართლო 23
გაერთიანებული საჩივრიდან მხოლოდ ცესკოს მოთხოვნა
დააკმაყოფილა.
14:10 / 07.11.2024
თბილისის სააპელაციო სასამართლო 23 გაერთიანებული საჩივრიდან მხოლოდ ცესკოს მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.