შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა, მათ შორის 4 ნარკორეალიზატორია
შინაგან საქმეთა სამინისტროს
თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ინტენსიურ რეჟიმში
ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი
დააკავეს, მათ შორის 4 ნარკორეალიზატორია.
პოლიციამ, ნ.ა.-ს პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო 50 შეკვრა
ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, ხოლო მისი ავტოფარეხის ჩხრეკისას
ამოღებულია პოლიეთილენის 2 პარკში შეფუთული, ნახევარ კილოზე მეტი
ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“, ასევე, 8 საბრძოლო ვაზნა და
სავარაუდოდ, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფული - 1800 აშშ დოლარი
და 1700 ლარი.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ფონიჭალის დასახლებაში დაკავებული
ე. მ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია
„ჰეროინის“ შემცველი 500 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება.
შ. ა.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად კი ამოღებულია სხვადასხვა ზომის 9
შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ და 1 შეკვრა
ნარკოტიკული საშუალება ,,მეტადონი“.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3,
მე-5, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 273-ე პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით და
236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.