ნიკა კვარაცხელიას საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა
მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ნიკა
კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე დამნაშავეებად ცნო ალეკო ჭელიძე და
გიორგი კავილაძე, ჯგუფურ მკვლელობასა და ჯგუფურად იარაღის ტარების
მუხლით.
მოსამართლემ ალეკო ჭელიძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა
მიუსაჯა, მას ასევე 5 წლით აეკრძალა იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების
უფლება.
გიორგი ჭელიძეს მოსამართლემ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა,
მასაც ასევე 5 წლით აეკრძალა იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების
უფლება.
სასამართლოში განაჩენის გამოცხადებას ესწრებოდა მოკლული ნიკა
კვარაცხელიას დედა. განაჩენის გამოცხადებას ვიდეოფორმატში თვალს
სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ადევნებდნენ ალეკო ჭელიძე და ნიკა
კავილაძე.
სასამართლო პროცესებზე ბრალდებულები მათდამი წარდგენილი მუხლების
კვალიფიკაციას არ ეთანხმებოდნენ. ალეკო ჭელიძე ნიკა კვარაცხელიას
მკვლელობას აღიარებდა, თუმცა, ამბობდა, რომ თანამზრახველი არც
მკვლელობის ნაწილში ჰყოლია და არც იარაღი შეუძენია გიორგი
კავილაძესთან ერთად.
რაც შეეხება გიორგი კავილაძეს, ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა მისდამი
წარდგენილი ორივე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში და აცხადებდა,
რომ მკვლელობის შესახებ წინასწარ არ იცოდა და მისი დანაშაული მხოლოდ
მკვლელობის პოლიციელებისთვის შეუტყობინებლობაა.
წყარო:რადიო თავისუფლება