ბორჯომის მუნიციპალიტეტში შვილზე ძალადობისთვის მამა დააკავეს
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ
სოფელში 9 წლის ბიჭზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით მამა
დააკავეს.
დაკავებულის მეუღლის ინფორმაციით ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა კაცმა
ბავშვს „წამოარტყა“ რის შემდეგაც შვილმა 112-ზე დარეკა.
ოჯახს სამი შვილი ჰყავს.
მეზობლების ინფორმაციით დაკავებული ძალადობაში სხვა დროსაც იყო
შემჩნეული და ნასამართლევი.
41 წლის კაცს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის
ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიება საქართველოს სსკ–ის 126–ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც
ოჯახში ძალადობას გულისხმობს.