პოლიციამ ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 2 პირი დააკავა, 3 პირს ბრალი დაუსწრებლად, ხოლო 1 პირს - პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა.
10:37 / 13.04.2022
შინაგან საქმეთა სამინისტროს
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა,"ქურდული სამყაროს" საქმიანობის
მხარდაჭერისთვის 1995 წელს დაბადებული გ.ყ. და 1990 წელს დაბადებული
ლ.მ. დააკავეს.
დაუსწრებლად წარედგინათ ბრალი 1983 წელს დაბადებულ ლ.ჩ.-ს -
"კანონიერი ქურდობისთვის", 1988 წელს დაბადებულ ზ.ხ.-ს - "ქურდული
სამყაროს წევრობისთვის", ხოლო 1989 წელს დაბადებულ გ.ხ.-ს - "ქურდული
სამყაროს" წევრისთვის ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვისთვის. რაც
შეეხება 1983 წელს დაბადებულ დ.ჯ.-ს, მას ბრალი "ქურდული სამყაროს
წევრობისთვის" პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა.
დანაშაულები 7- დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
„ქურდული სამყაროს“ წევრობის, "კანონიერი ქურდობის", „ქურდული
სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის
მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, 223-ე მე-3
პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი
ნაწილით მიმდინარეობს.
საქართველოს პროკურატურის
განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საქმის გამოძიების
ფარგლებში, 26 ოქტომბრის არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა
ვერიფიკაციის ყველა აპარატი დალუქეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის
უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე
დააკავეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.