სამართალი
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 9 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზესტაფონში 9 პირი დააკავეს.

1981 წელს დაბადებული ვ. ე. (მეტსახელად „თავა“), 1980 წელს დაბადებული დ.კ., 1977 წელს დაბადებული ზ.მ. (მეტსახელად „ზალუა“), 1970 წელს დაბადებული ვ.მ., 1971 წელს დაბადებული ლ.ბ., 1990 წელს დაბადებული ა.ც., 1973 წელს დაბადებული ლ.მ. და 1967 წელს დაბადებული გ.ბ. „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით არიან დაკავებული. 1980 წელს დაბადებული ა. ჯ. კი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით არის დაკავებული.

გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრები - ა.ც., ლ.მ. და ზ.მ., ბიზნესპარტნიორებს შორის არსებული ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით, "ქურდული გარჩევის“ მოსაწყობად დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდს“ - ლ.ჩ.-ს, რომელიც "ქურდულ გარჩევაში“ დისტანციურად ჩაერთო და ერთ-ერთ ბიზნესმენს - ლ.ბ.-ს, მეორე ბიზნესპარტნიორის სასარგებლოდ, დადგენილ ვადაში 10 000 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა.

მხარეებს შორის ფინანსური დავის საბოლოოდ გადაწყვეტის მიზნით, ,,ქურდული სამყაროს“ წევრებმა რამდენჯერმე მოაწყვეს „ქურდული“ გარჩევა, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი ქართველი ,,კანონიერი ქურდი“ - ი. ხ.-ც მონაწილეობდა. ბრალდებულები სისტემატურად უკავშირდებოდნენ ერთმანეთს და აქტიურად განიხილავდნენ მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავას.

პოლიციამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, კიდევ ერთი დაკავებულის, ა.ჯ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 2 ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.

დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ქურდული სამყაროს“ წევრობის, "კანონიერი ქურდობის", „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე ს
სკ-ს 236-ე მუხლით მიმდინარეობს.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ
რველში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
17:23 / 15.11.2024
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ რველში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საქართველოს პროკურატურის
განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საქმის გამოძიების
ფარგლებში, 26 ოქტომბრის არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა
ვერიფიკაციის ყველა აპარატი დალუქეს.
11:47 / 15.11.2024
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საქმის გამოძიების ფარგლებში, 26 ოქტომბრის არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის ყველა აპარატი დალუქეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის
უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე
დააკავეს.
13:04 / 13.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე დააკავეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტში 2 წლის
ბავშვი გარდაიცვალა.
12:46 / 12.11.2024
მარნეულის მუნიციპალიტეტში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა.
თბილისის სააპელაციო სასამართლო 23
გაერთიანებული საჩივრიდან მხოლოდ ცესკოს მოთხოვნა
დააკმაყოფილა.
14:10 / 07.11.2024
თბილისის სააპელაციო სასამართლო 23 გაერთიანებული საჩივრიდან მხოლოდ ცესკოს მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.