სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 83 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, 2022 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით,
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და
ტრანსპორტირების 894 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 48 ფაქტი სისხლის
სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი
- 316 ფაქტი გამოვლინდა კახეთში,
144 სამართალდარღვევა დაფიქსირდა იმერეთში,
122 - სამეგრელო-ზემო სვანეთში,
ქვემო ქართლში - 90,
სამცხე-ჯავახეთში - 83,
შიდა ქართლში - 50,
მცხეთა-მთიანეთში - 30,
აჭარაში - 29,
გურიაში - 12,
რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთში კი, 10 სამართალდარღვევა
გამოვლინდა.
რაც შეეხება დედაქალაქს, 2022 წლის პირველ სამ თვეში, თბილისში
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 8 ფაქტი
გამოვლინდა.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 2.100 კუბურ მეტრამდე
ხე-ტყე.
ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის
დარღვევის 129 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 19 ერთეული არარეგისტრირებული
სახერხი საამქრო.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში
გადაიგზავნა.