სამართალი
ბორჯომში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ბერი ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გაამართლა
ბორჯომში, 36 წლის კაცის მკვლელობაში
ბრალდებული ბერი, გორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გაამართლა.
“სამშაბათს ჩატარდა სასამართლო, დაწყებიდან ოთხი საათის შემდეგ ნაფიც
მსაჯულებმა გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღეს”,-
აცხადებს “სამხრეთის კარიბჭესთან” მოსამართლეს თანაშემწე, რუსუდან
დიასამიძე.
ბორჯომში, 36 წლის ლევან ნამგალაძის მკვლელობაში ბრალდებული ბერის
გადაწყვეტილებით, საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს 2021 წლის
დეკემბერს გადაეცა. ა.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2021 წლის 7
აგვისტოს დააკავეს.
წყარო: sknews.ge
გააზიარეთ :