შსს-მ 7 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო
ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის
მთავარი სამმართველოს
თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში სხვადასხვა დროს ჩატარებული
კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში
ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს და უკანონო ბრუნვიდან
განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 7კილოგრამამდე „კოკაინი“, ასევე, სხვა
სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების
უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობისთვის დაკავებულები
არიან: უცხო ქვეყნის მოქალაქე, 2001 წელს დაბადებული დ. ს., ასევე
უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1991 წელს დაბადებული დ. გ., 1998 წელს
დაბადებული ლ. კ. და 1962 წელს დაბადებული ზ. ლ.
დანაშაულები 5-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, დ.ს.-ის დროებითი საცხოვრებელი სახლის
ჩხრეკისას, 5 კილოგრამზე მეტი „კოკაინის“ შემცველი ნარკოტიკული
საშუალება ამოიღეს. ასევე ამოღებულია მის მიერ სარეალიზაციოდ
განთავსებული 30 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“.
რაც შეეხება დ.გ.-ს, მისი პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის
ჩხრეკისას, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო 223 გრამი ნარკოტიკული
საშუალება "კოკაინი". სამართალდამცველებმა ასევე ნივთმტკიცებად
ამოიღეს ბრალდებულის მიერ შემდგომი გასაღების მიზნით ერთ-ერთ
მისამართზე განთავსებული 40 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება
,,კოკაინი“.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
ბრალდებული ლ.კ.-ის პირადი ჩხრეკისას, 30 გრამამდე ნარკოტიკული
საშუალება „კოკაინი“ ამოიღეს.
სულ სამართალდამცველებმა ამოიღეს 7 კილოგრამამდე ნარკოტიკული
საშუალება „კოკაინი“. ამოღებული ნარკოტიკის ღირებულება ე.წ. შავ
ბაზარზე დაახლოებით 7 მილიონამდე ლარს შეადგენს.
ამასთანავე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერხვიანთან
დაკავებული ზ.ლ.-ის პირადი ჩხრეკისას 2 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება
"ჰეროინი" ამოიღეს.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების
უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე გამოძიება
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილების „ა“
ქვეპუნქტებით, 19-260-ე მუხლის მე-7 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით
მიმდინარეობს.