ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 33 ფაქტი სამცხე-ჯავახეთში
გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა,
2022 წლის 1 თებერვლიდან 28
თებერვლის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების
205 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 9 ფაქტი სისხლის სამართლის
დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 40
ფაქტი გამოვლინდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს
სამოქმედო ტერიტორიაზე;
კახეთში დაფიქსირდა 37 სამართალდარღვევა,
სამცხე-ჯავახეთში - 33,
იმერეთში - 29,
ქვემო ქართლში - 24,
შიდა ქართლში - 17,
მცხეთა-მთიანეთში - 16,
აჭარაში - 3,
გურიაში კი, 2 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
რაც შეეხება დედაქალაქს, 2022 წლის 1 თებერვლიდან 28 თებერვლის
ჩათვლით, თბილისში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 4
ფაქტი გამოვლინდა.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 690 კუბურ მეტრამდე
ხე-ტყე. ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური
რეგლამენტის დარღვევის 42 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 3 ერთეული
არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში
გადაიგზავნა.