სამართალი
პნევმატური იარაღის რეგისტრაციის გარეშე ტარება აიკრძალა
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით მომზადებული წესები, რომელთა მიხედვითაც გამკაცრდა პნევმატური იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული რეგულაციები.

მთავრობის შესაბამისი დადგენილების თანახმად, აიკრძალა პნევმატური იარაღის რეგისტრაციის გარეშე ტარება.

ახალი რეგულაციების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ტარების უფლებით რეგისტრაციას ექვემდებარება ის სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღი, რომლის ლულის სიგრძე 30 სმ-ზე მეტია ან იარაღის საერთო სიგრძე აღემატება 60 სმ-ს. ასევე, დაუშვებელია პნევმატური იარაღისთვის განკუთვნილი იმ ჭურვის გამოყენება, რომლის ტექნიკური მახასიათებლები აღემატება 4.5 მმ კალიბრს.
საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, რეგისტრაციას არ ექვემდებარება ელექტროპნევმატური იარაღი (air soft) და საღებავების სასროლი ბურთულების პნევმატური იარაღი (paint ball).

ამასთანავე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, დეტალურად გაიწერა პნევმატური იარაღის შენახვისა და ტარების წესი.
კერძოდ:

- რეგისტრირებული პნევმატური იარაღის ტარების უფლების მქონე პირი ვალდებულია იარაღის ტარებისას პირადობის დამადასტურებელ საბუთთან ერთად თან იქონიოს პნევმატური იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა;
- მოქალაქე ვალდებულია, პნევმატური იარაღი შეინახოს ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება და გამოირიცხოს მასთან გარეშე პირთა დაშვება;
- პნევმატური იარაღის შენახვა უნდა მოხდეს დაკეტილ სათავსოში ან/და აღნიშნულ იარაღს დამაგრებული უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების საკეტი;
- პნევმატური იარაღის ტარება დასაშვებია მხოლოდ სპეციალური შალითით, განმუხტულ, ჭურვებისგან განცალკევებულ მდგომარეობაში;
- ტარების ზემოაღნიშნული წესი არ ვრცელდება სპეციალურად განსაზღვრულ
ადგილებზე (ტირი, სასროლეთი, ნადირობისთვის დაშვებული ადგილები, დასახლებული
პუნქტიდან 500 მეტრის რადიუსის მიღმა არსებული ტერიტორია).

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა პნევმატურ იარაღთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის.

კერძოდ:
- პნევმატური იარაღის რეგისტრაციის გარეშე ტარება იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით;
- პნევმატური იარაღის ტარების წესების დარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით;
- დასახლებულ ადგილას პნევმატური იარაღიდან სროლა იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარით ოდენობით;
- ისეთი პნევმატური იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება, საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა, რომელიც არ დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარით ოდენობით.

ზემოაღნიშნული ყველა სამართალდარღვევის ჩადენისას მოხდება პნევმატური იარაღის კონფისკაცია.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ
რველში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
17:23 / 15.11.2024
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ რველში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საქართველოს პროკურატურის
განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საქმის გამოძიების
ფარგლებში, 26 ოქტომბრის არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა
ვერიფიკაციის ყველა აპარატი დალუქეს.
11:47 / 15.11.2024
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საქმის გამოძიების ფარგლებში, 26 ოქტომბრის არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის ყველა აპარატი დალუქეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის
უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე
დააკავეს.
13:04 / 13.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე დააკავეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტში 2 წლის
ბავშვი გარდაიცვალა.
12:46 / 12.11.2024
მარნეულის მუნიციპალიტეტში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა.
თბილისის სააპელაციო სასამართლო 23
გაერთიანებული საჩივრიდან მხოლოდ ცესკოს მოთხოვნა
დააკმაყოფილა.
14:10 / 07.11.2024
თბილისის სააპელაციო სასამართლო 23 გაერთიანებული საჩივრიდან მხოლოდ ცესკოს მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.