სამართალი
შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, ასევე საჰაერო ტვირთების კონტროლის უწყებათაშორისი დანაყოფის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ ბათუმში, უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1993 წელს დაბადებული ხ. ლ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 700 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი“.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოტიკების ინტერნეტით უკანონო გასაღების ფაქტები აღკვეთეს, 2 პირი დააკავეს და სხვადასხვა ადგილზე შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკები ამოიღეს. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობისთვის დაკავებულები არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 1991 წელს დაბადებული ა. ბ. და 2000 წელს დაბადებული ა. შ.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ა.ბ.-ის მიერ სხვადასხვა ადგილზე შემდგომი გასაღების მიზნით განთავსებული 400 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონი“ და 400 გრამი ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. მისი დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ამოღებულია 10 გრამი ნარკოტიკული საშუალება.
რაც შეეხება ა.შ.-ს, პოლიციამ მისი დროებით საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 20 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "კოკაინი" ამოიღო. სამართალდამცველებმა ასევე ნივთმტკიცებად ამოიღეს ა.შ.-ის მიერ სხვადასხვა ადგილზე შემდგომი გასაღების მიზნით განთავსებული 16 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება "კოკაინი".

პოლიციამ ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს 1992 წელს დაბადებული ბ. ბ. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 50 გრამი ნარკოტიკული საშუალება "მეტადონი" ამოიღო.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, 19-260-ე მუხლის 1-ლი, მე-4 და მე-7 ნაწილებით.


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ
რველში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
17:23 / 15.11.2024
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ რველში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საქართველოს პროკურატურის
განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საქმის გამოძიების
ფარგლებში, 26 ოქტომბრის არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა
ვერიფიკაციის ყველა აპარატი დალუქეს.
11:47 / 15.11.2024
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საქმის გამოძიების ფარგლებში, 26 ოქტომბრის არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის ყველა აპარატი დალუქეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის
უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე
დააკავეს.
13:04 / 13.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე დააკავეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტში 2 წლის
ბავშვი გარდაიცვალა.
12:46 / 12.11.2024
მარნეულის მუნიციპალიტეტში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა.
თბილისის სააპელაციო სასამართლო 23
გაერთიანებული საჩივრიდან მხოლოდ ცესკოს მოთხოვნა
დააკმაყოფილა.
14:10 / 07.11.2024
თბილისის სააპელაციო სასამართლო 23 გაერთიანებული საჩივრიდან მხოლოდ ცესკოს მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.