ახალშობილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ დედას პატიმრობა შეეფარდა
ფოთის საქალაქო სასამართლომ,
ახალშობილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ დედას პატიმრობა
შეუფარდა.
დაცვის მხარემ პროცესზე გირაოს შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატმა თქვა,
რომ ქალს არასრულწლოვანი შვილი ჰყავს და მისი ოჯახური მდგომარეობა
მძიმეა. ადვოკატი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რომელმაც უნდა
დაადგინოს რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი.
მოსამართლე დავით გელაშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაიზიარა
და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.
34 წლის ქალს გამოძიება ახალშობილის განზრახ მკვლელობას ედავება.
პროკურატურის ინფორმაციით, დედამ განზრახ მოკვლის მიზნით ახალშობილი
შვილი გაგუდა, შემდეგ კი საკანალიზაციო მილში მოათავსა. ბრალის
დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 2-დან 5 წლამდე თავისუფლების
აღკვეთა ემუქრება.
სამართალდამცველებმა დ.კ. 14 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით (დედის მიერ
ახალშობილის განზრახ მკვლელობა) წარედგინა.