გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სამ ერთეულ სახერხ საამქროში ტექნიკური
რეგლამენტის დარღვევის ფაქტები გამოავლინეს.
კერძოდ, ელექტრონული ჟურნალის წარმოების მოთხოვნების დარღვევა, ღობის
ერთობლიობის დარღვევა, ამასთან ერთ-ერთი სახერხის ტერიტორიაზე 3,56
პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი იყო განთავსებული, რომელიც
არ იყო ასახული ელექტრონულ სისტემაში.
შედგა შესაბამისი ოქმები. მასალები შემდგომი განხილვის მიზნით,
შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.