ხაშური-სურამის მონაკვეთზე სამგზავრო მიკროავტობუსი გადავარდა
დღეს, 12 თებერვალს, ხაშური-სურამის
მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 18 ადამიანი
დაშავდა.
ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მიკროავტობუსი, რომელიც ავტობანის
შემოვლით გზაზე მოძრაობდა, ხაშური-სურამის მონაკვეთზე გადავარდა.
შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსში მყოფმა ყველა მგზავრმა სხეულის
სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო.
დაშავებულები ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 18
დაშავებულიდან, სამის მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.