ბორჯომში ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა
ხე-ტყის უკანონო ჭრის 3 ფაქტი
გამოავლინეს.
ბორჯომისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებმა წიწვოვანი და
ფოთლოვანი სახეობის ხე-ტყე ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე
მოიპოვეს.
შედგა შესაბამისი ოქმები. საქმის მასალები, შემდგომი განხილვის
მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოებში
გადაიგზავნება.