”ქურდული სამყაროს” წევრობის ბრალდებით ბორჯომში 2 პირი დააკავეს
10:18 / 24.12.2021
შინაგან საქმეთა სამინისტროს
სამცხე-ჯავახეთის პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა
დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სამცხე-ჯავახეთის საოლქო
პროკურატურასთან ერთად,ბორჯომსა და რუსთავში ერთდროულად
ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის
განჩინების საფუძველზე, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით
წარსულში ნასამართლევი 3 პირი: 1975 წელს დაბადებული ლ.ჯ., 1982 წელს
დაბადებული დ.წ. და 1977 წელს დაბადებული ნ.შ. დააკავეს.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან ერთად
კი, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და დიდი ოდენობით ქონების მიღების
მიზნით გამოძალვის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე
რუსეთის ფედერაციის მოქალაქე კრიმინალური ავტორიტეტი და ,,ქურდული
სამყაროს“ აქტიური წევრი - 1988 წელს დაბადებული, წარსულში
ნასამართლევი ი.დ. თბილისში დააკავა.
დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით
დადგინდა, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირები - დაკავებული
ლ.ჯ. და დ.წ., ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ერთ-ერთ ბიზნესმენს
- პ.გ.-ს, სამეწარმეო საქმიანობიდან შემოსული მოგების დიდ ნაწილს
სისტემატურად სძალავდნენ. ბრალდებულებმა, კრიმინალური გავლენის
გამოყენებით, დაშინებითა და მუქარით, აღნიშნული ბიზნესმენის
საქმიანობის სრულად მითვისება განიზრახეს, ასევე, მეწარმის შვილს
კუთვნილი ავტომანქანა წაართვეს. ამის შემდეგ დაზარალებულმა მეწარმემ,
თავის მხრივ, დახმარებისთვის მიმართა ე.წ. „კანონიერ ქურდებს“,
რომლებმაც გამომძალველების ქმედება შეაფასეს და „ქურდული გარჩევის“
გზით ბიზნესმენის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღეს, კერძოდ, ლ.ჯ.-ს
და დ.წ.-ს დაეკისრათ ავტომანქანის მესაკუთრისთვის დაბრუნება და
მეწარმეზე ზეწოლის შეწყვეტა. აღნიშნული გადაწყვეტილების „ქურდული
წესით“ აღსრულება კი, ბრალდებულ ნ.შ.-ს უნდა განეხორციელებინა.
სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების
საფუძველზე, ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის აუდიო ჩაწერა
განახორციელეს, სადაც ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებებია
ასახული.
პოლიციამ ლ.ჯ., და ნ.შ. ბორჯომში, ხოლო დ.წ. რუსთავში, მოსამართლის
განჩინების საფუძველზე, ბრალდებულების სახით დააკავა. ნივთმტკიცებად
ამოღებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ავტომანქანა, მობილური
ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა მეშვეობითაც
დაკავებულები ერთმანეთს და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა
პირებს უკავშირდებოდნენ.
რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს, იმერეთის პოლიციის მიერ დაკავებულ
ი.დ.-ს, გამოძიებით დადგინდა რომ მან, როგორც კრიმინალურმა
ავტორიტეტმა, ,,ქურდულ სამყაროში“ დადგენილი წესების შესაბამისად,
მისთვის ეტაპობრივად 15 000 აშშ დოლარის გადახდა და ძვირადღირებული
ავტომობილის დათმობა მოსთხოვა ქუთაისში მცხოვრებ მეწარმეს - დ.ზ.-ს,
კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური
ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ამის გამო დ.ზ.-მ
ბრალდებულს ჯამში 16 000 ლარი გადასცა.
ორივე ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე
მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით
და 223-ე მე-4 პრიმა-მუხლით გრძელდება, რაც გამოძალვას, „ქურდული
სამყაროს“ წევრობას და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვას
გულისხმობს.
საქართველოს პროკურატურის
განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საქმის გამოძიების
ფარგლებში, 26 ოქტომბრის არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა
ვერიფიკაციის ყველა აპარატი დალუქეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის
უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე
დააკავეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.