წიწვოვანი ხე-მცენარეების რეალიზაციის პუნქტების მასშტაბური მონიტორინგი მიმდინარეობს
10:20 / 21.12.2021
წინასაახალწლოდ, ქვეყნის მასშტაბით,
წიწვოვანი ხე-მცენარეების რეალიზაციის პუნქტების მასშტაბური
მონიტორინგი მიმდინარეობს.დედაქალაქში კი, ინტენსიურად
მოწმდება სპორტის სასახლისა და მეტროსადგურების მიმდებარე
ტერიტორიები.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟების მიერ,
წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონო მოპოვების აღკვეთის მიზნით, 24
საათიან რეჟიმში კონტროლდება ის რეგიონები, სადაც წიწვოვანი
ტყეებია.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს,
რომ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვება და რეალიზაცია კანონიერია
მხოლოდ სანერგეებიდან, პლანტაციებიდან, საკარმიდამო ნაკვეთებიდან ან
იმპორტის შემთხვევაში. რეალიზატორმა უნდა წარმოადგინოს ხე-მცენარის
კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი. თუ წიწვოვანი
მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან
ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის
სავალდებულოა მათი ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც გასცემს
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია. იმ შემთხვევაში კი, თუ მცენარის
დიამეტრი აღემატება 12 სანტიმეტრს, ადგილწარმოშობის ცნობის
საფუძველზე, ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტს გასცემს
სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო.
წიწვოვნების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის
წესის დარღვევაზე მოქმედებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები,
რომლებიც მერყეობს 200 ლარიდან 2000 ლარამდე. ამასთან, საჯარიმო
თანხას ემატება ხე-მცენარის უკანონოდ მოპოვებით გარემოსათვის
მიყენებული ზიანის ოდენობაც; ხოლო თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანის
ოდენობა აღემატება 1000 ლარს, პირის მიმართ დგება სისხლის სამართლის
პასუხისმგებლობა.
საქართველოს პროკურატურის
განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საქმის გამოძიების
ფარგლებში, 26 ოქტომბრის არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა
ვერიფიკაციის ყველა აპარატი დალუქეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის
უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე
დააკავეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.