ბორჯომში კაცის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
ბორჯომში, ცენტრალური პარკის
შესასვლელთან 60 წლამდე კაცის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით,
1992 წელს დაბადებულ ა.გ-ს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა
შეეფარდა.
ბრალდებულის ადვოკატი მისი დაცვის
ქვეშ მყოფის გათავისუფლებას 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა,
მაგრამ ბორჯომის მაგისტრატმა მოსამართლემ, მაია ჯავახიშვილმა მისი
შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
წყარო: sknews.ge