ბორჯომში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 4 ფაქტი
გამოავლინეს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში შეჩერებული ავტომანქანების ძარაზე, ჯამში 31
ერთეული სხვადასხვა სიგრძის წიწვოვანი სახეობის მრგვალი მორი იყო
განთავსებული. მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს ხე-ტყის წარმოშობის
დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
შედგა შესაბამისი ოქმები. მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით,
შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.