არსებული ინფორმაციით ვაზიანის სამხედრო დასახლებაში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა
არსებული ინფორმაციით, ვაზიანის
სამხედრო დასახლებაში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა.
როგორც ადგილობრივი
„ინტერპრესნიუსთან” აცხადებს, კაცმა ცოლს და სიდედრს ჭრილობა ყელის
არეში ცივი იარაღით მიაყენა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით
დაასრულა.
შემთხვევა სავარაუდოდ, გუშინ გვიან ღამით მოხდა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც
დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ
მკვლელობას ითვალისწინებს.
წყარო: www.interpressnews.ge