ცოლ-ქმარი, რომელიც ყოფილმა სიძემ ახალქალაქის სოფელ პატარა სამსარში
ცივი იარაღით დაჭრა,
კატასტროფის ჯგუფმა თბილისში, ალადაშვილის კლინიკაში გადიყვანეს.
ორივე მათგანს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
კიდევ ორი პაციენტი, რომელიც შემთხვევის დროს დაიჭრა, თავს კარგად
გრძნობს. პირველადი დახმარება ახალქალაქის კლინიკაში ჩაუტარდათ, სადაც
ამ დრომდე რჩებიან.
შემთხვევა 11 დეკემბერს მოხდა. შუა ხსნი მამაკაცი ყოფილი ცოლის
მშობლების ოჯახში მივიდა და დანით ოთხი ადამიანი დაჭრა. მამაკაცი ცხელ
კვალზე, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ის ოჯახში
ძალადობის მუხლით უკვე იხდიდა სასჯელს.
წყარო: tv9news.ge
https://tv9news.ge/ka/akhali-ambebi/jandacva/article/30771-yofili-sidzis-mier-datcrili-pirebi-thbilisis-klinikashi-gadaiyvanes