შინაგან საქმეთა სამინისტროს
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო
და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,პერსონალური მონაცემების უკანონოდ
მოპოვებისა და ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ
სისტემაში არაერთგზის უნებართვო შეღწევის ბრალდებით დააკავეს 1998
წელს დაბადებული ლ.შ., რომელიც წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის
არის ნასამართლევი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.შ.-მ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ შექმნა
გვერდი, რომლის საშუალებითაც მას მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავდა,
თითქოს დაბალპროცენტიან სწრაფ სესხებს გასცემდა.
დაინტერესებული მოქალაქეები აღნიშნულ გვერდზე საკუთარ საბანკო
პლასტიკური ბარათის მონაცემებს აგზავნიდნენ, რომლებიც რეალურად ლ.
შ.-ს პირად გვერდზე იგზავნებოდა. მონაცემების მიღების შემდეგ,
ბრალდებული მოქალაქეების კუთვნილი ანგარიშებიდან ტოტალიზატორის
ანგარიშზე სხვადასხვა თანხას ირიცხავდა, შემდეგ კი პლასტიკური ბარათით
ანაღდებდა.
გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია 14 დაზარალებული, მათთვის მიყენებული
ზარალი კი 3 930 ლარს შეადგენს.
პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებისა და ფინანსური სარგებლის
მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში არაერთგზის უნებართვო შეღწევის
ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 286-ე პრიმა მუხლის მე-2
ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 157-ე მუხლის
მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
საქართველოს პროკურატურის
განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საქმის გამოძიების
ფარგლებში, 26 ოქტომბრის არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა
ვერიფიკაციის ყველა აპარატი დალუქეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის
უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე
დააკავეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.